ამბავი ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ვითარდება. თინა (44), თამრიკო (32), ადნრო (40) და დათო (37) იგებენ, რომ მათი დედა სიკვდილის პირასაა. ექიმი მათ, პაციენტის სახლში წაყვანას ურჩევს. შვილები ჯერ კიდევ ცოცხალ დედას გამოიგლოვებენ და სახლში გადმოიყვანენ. სასოწარკვეთილები იწყებენ აქტიურ წინასაპანაშვიდე მზადებას, რის შედეგადაც მშობელი მათთვის თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება.