სოფელში, სადაც ცხოვრების სტილს ბუნება, სეზონები, ადგილობრივი ტრადიციები და მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდარი განსაზღვრავს, პანდემია ყოველდღიურობის ჩვეულ რიტმს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ცვლილებებს მდუმარედ ხვდებიან და საკუთარ ბედს მადლიერებით ეგუებიან - თუნდაც ეს გულისხმობდეს აღგდომის დღეებში ეკლესიაში არმისვლას და საყვარელი ადამიანების საფლავებზე მიუსვლელობას - ისინი მაინც ერთხმად თანხმდებიან, რომ მიცვალებულები მათ გაუგებენ.