სამი წლის კატო მამას თავისი სიზმრების ამბებს უყვება - ბოროტი ორკები ტელეფონის მსგავსი მოწყობილობის გამოყენებით, კატოს "ბოროტულ" სიზმრებს უტვირთავენ. სიზმრებში გარემო საშიში და უცნაურია, ისევე როგორც მისი მობინადრე ქმნილებები. თუმცა, ბოროტმოქმედებს კატოს მეგობარი მგელი, "თეთრი ეშვი" ებრძვის, სიზმრების მოწყობილობა კეთილ ფერიას უვარდება ხელში, კატოს კი კეთილი სიზმრები უბრუნდება.