დანიელი (40 წლის) ჩერდება ღამის გასათევებლად ძველ სასტუმროში სახელად “მირაჟი”, თუმცა ზამთრის ცივი და წვიმიანი ღამე მას არაერთ სიურპრიზს უმზადებს. მის მიერ რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით გაკეთებული ჯავშანი არ ფიქსირდება სასტუმროს ჟურნალში, თავისუფალი ნომერი არ არის და საბოლოოდ მას ასახლებენ ნომერში, სადაც უკვე ვიღაც ცხოვრობს. მოვლენები სულ უფრო უცნაურ ელფერს იძენს და დანიელი ნელ- ნელა კარგავს რეალობის შეგრძნებას. იგი ამოკით შეპყრობილს ემსგავსება და არავის ინდობს თავის გზაზე.