მოსწავლეების წვრთნისას, სათხილამურო სპორტსკოლის ტრენერი ნიკა (30 წ.) 15 წლის ანასთან ერთად ზედა ტრასაზე იპარება. დაშვებისას გოგონა კარგავს კოორდინაციას, მთიდან ვარდება, იკარგება და კვდება. იწყება ანას ძიება. ნიკას ისე უჭირავს თავი, თითქოს გოგონა უბრალოდ თვალთახედვიდან გამოეპარა და ცდილობს პოლიციელს გზა აუბნიოს.