ომს გადარჩენილი, უსახლკაროდ დარჩენილი მამა და მისი 9 წლის გოგონა ზღვის სანაპიროზე ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავს აფარებენ თავს. ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალება ზღვაში გასვლა და თევზის ჭერაა, რისი კეთებაც მამას მარტოს უწევს, თუმცა მას, ზღვაში მარტო გასვლაზე მეტად, გოგონას სახლში ეულად დატოვება უმძიმს.