ფილმი მოგვითხრობს მეგობრობაზე, ერთმანეთზე ზრუნვასა და ურთიერთდახმარებაზე. მასში ნაჩვენებია, რომ ისეთ პიროვნებასაც კი, რომელიც თავისთავად უსუსური ჩანს, ბევრის გაღება შეუძლია სხვებისთვის.
პატარა ედგარი დიდ ქალაქში ცხოვრობს, ტროტუართან მდგარ პატარა ყუთში. იგი იმდენად პაწაწინაა, რომ მას ვერავინ ამჩნევს, თუმცა იგი ძალიან ბედნიერია თავის მიკროსამყაროში და აინტერესებს ყველაფერი რაც მის გარშემო ხდება.