ფილმი მათზე, ვინც ''ბედნიერებას შეკვეთით'' იღებს. მათ იშვიათად უწოდებენ რეჟისორებს, ისინი ხომ მხოლოდ და მხოლოდ, ქორწილების რეპორტიორები არიან.
და მიუხედავად ამისა, მათ ზუსტად იციან რა მოსწონს მათი ფილმების მაყურებელს, რომელიც ამ ფილმების დამკვეთები და მთავარი გმირები არიან.
ვინ, ვინ და ალბათ სწორედ ქორწილების ოპერატორებმა იციან, ან აქვთ თავისი სუბიექტური მოსაზრება კითხვაზე: რას ნიშნავს ოჯახური ბედნიერება?