ბათუმის პორტი წარმოადგენს საქართველოს ტურისტულ ცენტრს. ყოველდღიურად ადგილობრივები და ტურისტები აკვირდებიან თუ როგორ შემოდიან და გადიან გემები პორტიდან.
იქ არის მხოლოდ ერთი გემი „ენგური“, რომელიც არ ტოვებს პორტს. 1990-იან წლებში, ეთნიკური კონფლიქტის საფუძველზე, საქართველომ დაკარგა აფხაზეთი. დღეს მდინარე ენგური ყოფს აფხაზეთს დანარჩენი საქართველოსგან. გემი ენგური იყო ერთ-ერთი გემი, რომელმაც ასობით სიცოცხლე იხსნა. 20 წლის შემდეგ, ბევრმა დევნილმა საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი დაკარგა, მაგრამ ლადო და ვახო არიან გემი ''ენგური''-ს ერთადერთი იმედი და აგრძელებენ სახლში დაბრუნებაზე ოცნებას.