დიდი ხნის წინ გაუჩინარებული მამა მოულოდნელად სახლში ბრუნდება. მთავარი გმირი, 19 წლის ლადო ცდილობს გაარკვიოს, სად იყო და რატომ არ მოდიოდა ამდენ ხანს მამა, მაგრამ მამა ვერაფერს პასუხობს შვილს და მალევე მიდის სახლიდან. იმავე ღამეს, ლადო და მისი უმცროსი ძმა ქუჩაში გადიან, სადაც ლადო, მამისთვის დასმულ კითხვას თავადვე სცემს პასუხს.