პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე მცველის ამარა დარჩენილმა პრეზიდენტმა მთას შეაფარა თავი. ჯგუფი მუდმივი გადაადგილებით ცდილობს თავი დააღწიოს ,,მდევარს", უჩინარი მდევარი კი, ცდილობს ,,მსხვერპლი" მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფოს. მისი მიზანია პრეზიდენტის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ან ლიკვიდაცია და თვითმკვლელობის მითის შექმნა. მდევარი ჯგუფი ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და ახერხებს, პრეზიდენტმა მათთვის სასურველი მიმართულებით იმოძრაოს.