მას შემდეგ, რაც 1993 წელს საქართველომ აფხაზეთის რეგიონზე კონტროლი დაკარგა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური საზღვარმა შუაზე გაყო. სადგურსა და კაშხალს შორის არსებული 15 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბი დღეს თვითაღიარებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი და უკანასკნელი კავშირია. ფილმის რეჟისორი საზღვრის გადალახვას და სადგურის ნახვას ცდილობს. ინჟინერ-მექანიკოსი ირაკლი კი მისი მთავარი მეგზურია.