მიკრორაიონი - სსრკ მე-7 მეტალურგიული ქარხნის დირექტორს ზურაბს 90-იანი წლების დასაწყისში ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა კომაში მყოფი მოხუცის ორგანიზმი მედიცინის კანონების საწინააღმდეგოდ აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას. მისი შვილი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი მანანა ყველა ღონეს ხმარობს საკუთარი მამის გადასარჩენად, თუმცა თვითონ ნერვული სტრესის და ფობიების გამო ავადმყოფს ვერ უახლოვდება. მისი მოვლა წლების მანძილზე მის 25 წლის შვილიშვილს - ავთოს - უწევს. ავთო მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ავადმყოფის გვერდითაა.