ფილმის სათაური „მზიური“ ფილმის მთავარი გმირის სახელია და ამასთან გვახსენებს საბჭოთა საქართველოს ეპიტეთს, მზიურ საქართველოს. მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა მის საარსებო წყაროს სოციოლოგიურ კომპანიაში ინტერვიუერის ხელფასი წარმოადგენს. სამსახური მზიურის მარტოობისაგან თავის დაღწევის და გარესამყაროსთან ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებაცაა. მაყურებელი მზიურისთან ერთად მოგზაურობს ვიწრო თბილისურ ეზოებსა და უშნო ბეტონის ჯუნგლებში და ასე ვეცნობით განსხვავებულ სახლებს, ბინებს და ზოგადად ადგილობრივი ცხოვრების თავისებურებებს.