როგორ იცვლიან სახეს ადამიანი და მასთან დიდი იმედებით დაკავშირებული ისტორიული შენობა სეზონების მიხედვით. რამდენად მყარია მეხსიერება და რას შეუძლია თავი გადაირჩინოს, როცა ღამდება და ქალაქის ცაზე კოსმოსური ხომალდებივით დაცურავენ შუშის სასტუმროები. სადაც ორი დიდტანიანი ძაღლი და ერთი ემოციური კატა დაეხეტებიან. სადაც ზამთრის სუსხისაგან ყვითელი კიმონო გიცავს. რომელი ღრიჭოებიდან მოიპარებიან ხოლმე ჩრდილები?