მოვლენების ცენტრში სიყვარულის ამბავია - ზურიკოს ლტოლვა აიჰანისადმი; აიჰანი თავის მხრივ ქალური დამოუკიდებლობის ძიებაშია; იმედგაცრუებული მარლენი მუსიკაში იძირება უფრო ღრმად; ქავთარა დეტექტივობანას თამაშს ვერ ეშვება; ციხიდან გამოსული გაგა ისევ იმ გზას ადგება; ტანიას მკერდი მოსვენებას არ აძლევს კარლოს, ხოლო კარლოს ოჯახს მოსვენებას არ აძლევს კარლო. და ასე შემდეგ... გრძელდება ლოტო!
ამ ამბებს და პერსონაჟებს ყველას აუხდენელი სიყვარულისკენ სწრაფვა აერთიანებს. ყველას უნდა სიყვარული და ის ყოველთვის ცოტაა.