სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით მიდის ბინაში, სადაც მათ მოხუცი ქალი უკვე გარდაცვლილი ხვდებათ. გარდაცვლილის შვილი და ნათესავები, სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო გაცოფებული და ქალის გარდაცვალების გამო შეძრწუნებული, თავს ესხმიან სასწრაფო დახმარების ექიმებს. ექიმი მამაკაცი გონებას კარგავს და ძირს ეცემა, მეორე ექიმი - ქალია, რომელიც მარტოდ დარჩენილი ცდილობს თავდამსხმელთა მოგერიებას. იგი დანაშაულის ადგილზე რჩება მთელი ღამე და ელოდება გამომძიებლებს, რომლებიც ასევე აგვიანებენ დანაშაულის ადგილზე გამოცხადებას.