დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირია თეატრის რეჟისორი ლილი იოსელიანი.
ახლაც, როცა 92 წლისაა, იგი უკვე მეოთხე წელია იღწვის, რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგას ჰენრიკ იბსენის იშვიათად განხორციელებული პიესა - ”იუნ გაბრიელ ბორკმანი”. ამდენად, ფილმის ძირითადი კონფლიქტია ადანიანის ბრძოლა დროსთან, რომელიც, მთავარი გმირისავე სიტყვებით, ძალიან ცოტა დარჩა.