ფასდაუდებელია ის თავდადება, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა უცხოეთში გახიზნული ქართული საგანძურის გადასარჩენად გამოიჩინა, მაგრამ ერთგავარად ყურადღების მიღმა რჩებოდა მის მიერ ჩატარებული უმნიშვნელოვანესი საძიებო და კვლევითი მემკვიდრეობა, ურომლისოდაც ქართული ჰუმანიტარული მეცნირება ვერ შეიქმნებოდა. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ეპიგრაფიკოსი, ნუმიზმატი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი, რუსთველოლოგი, ლინგვისტი, ქართული კულტურის გამორჩეული მოამაგე.