ფილმში ნაჩვენებია ორი დის, საშუალო ასაკს გადაცილებული ტატიანას და ლილის განშორების ამბავი. ლილის შანსი აქვს დატოვოს მკვდარი ქალაქი და ქალიშვილთან საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდეს. ტატიანა ბოლომდე ინარჩუნებს იმედს და სჯერა რომ ლილი მას მარტო არ მიატოვებს. მაყურებელი იხილავს იმ შინაგან ბრძოლას რომელიც დებს შორის განშორების ბოლო დღეს - სევდის, სიყვარულის და ტკივილის სახით გვევლინება.