ზღვისპირა ქალაქში ჩასული უტა ცდილობს იპოვნოს მამა, რომელიც არასდროს უნახავს და რომელიც აქამდე გარდაცვლილი ეგონა. უტა მოპარული ხელის ვიდეო კამერით იწყებს გადაღებებს და საკუთარ თავში შემოქმედებით ბუნებას აღმოაჩენს. მამის ძიება მისთვის კინოდ გადაიქცევა, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თავად არის. უტა გაიცნობს ლამაზ გოგონას და მასთან ერთად შეეცდება რეალობას გაექცეს, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდება.