ერთწლიანი მოგზაურობა აჭარის ველურ ბუნებასა და სოფლის ცხოვრებაში. მთავარი გმირის - ტყეში ჩამოკიდებული ჯარას (ტრადიციული სკა) და მისი მაცხოვრებლების - ფუტკრების გადმოსახედიდან აღბეჭდილი ბუნების სილამაზე და უმოწყალობა, ადამიანის ჩარევა და მასთან თანაარსებობა, კონფლიქტი მტაცებლებთან და ფუტკრის ჯაფა. სიუჟეტი დრამატულად მიყვება ადგილობრივი მაცხოვრებლების - ადამიანების და ცხოველების - ბრძოლას გადარჩენისათვისა და კეთილდღეობისთვის.