გქონდეს ოცნება, ძალიან ბუნებრივი და ადვილია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მიჰყვე ამ ოცნებას, მაშინ, როცა არავის სჯერა მისი ახდენის, მხოლოდ ერთეულების ხვედრია. 9 წლის ლუკა ოცნებობს იცეკვოს სცენაზე, რადგან მისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში თავი დაიმკვიდროს.