ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მან მომცა გრძელი გზა , მთავარია ეს გზა მე თავად არ წავახდინო“ - ამბობს ფილმის გმირი სქიმ-მონაზონ აგრიპინა, 100 წელს მიტანებული ქალბატონი, რომელმაც გამოიარა – ბოლშევიზმი, რელიგიური დევნა, გასაბჭოება, გაკულაკება, გაციმბირება, ფაშიზმი, გოლოდომორი. 21 წლის ანა ბოიჩენკო საკუთარ ჩვილთან ერთად შიმშილს ოდესიდან საქართველოში გამოექცა. პირადი და ეპოქალური ტრაგედიების შემდეგ, სიმშვიდე დიდ სქიმაში აღკვეცით მოიპოვა. ტკივილიანი მოგონებებით სავსე ცხოვრებას დღეს ურბნისის დედათა მონასტერში აგრძელებს და ისევ ოცნებობს.