რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ფილმი ერთი პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს, და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება. როგორ შეიძლება აქ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო? პერსონაჟების, ადგილებისა და მოვლენების მრავალფეროვანი სპექტრი ამ ქალაქის მოზაიკას ქმნის. ტელევიზიის ერთადერთი ჟურნალისტი დარიკო დანტეს “ღვთიური კომედიის” ვერგილიუსივითაა, რომელიც მაყურებელს ქალაქის მკვიდრთა ყოფის ლაბირინთში მიუძღვება