ვიქტორი არის მარტოხელა მამა. მისი შვილი - 5 წლის ნიკო აუტიზმის სინდრომის მქონე
ბავშვია, რომელიც სახელმწიფო საბავშვო ბაღში დადის. ვიქტორმა იცის, რომ მისი
შვილი არ ვითარდება სხვა ბავშვებივით, მაგრამ არ აქვს შესაბამისი ცოდნა,
საფუძვლიანად გაერკვეს ნიკოს მდგომარეობაში და მის აღსაზრდელად სწორი
მიდგომები შეარჩიოს.ვიქტორს ნიკოზე სწორად ზრუნვაში ხელს მწვავე ფინანსური პრობლემები და უდროობაც უშლის.