90-იანი წლების საქართველო, უმუშევარი არქიტექტორი ანდრო მიდის თურქეთში სავაჭროდ, გასაყიდად მიაქვს უსარგებლო ნივთები ოჯახიდან, თან ახლავს მცირეწლოვანი შვილი დათო. სასაზღვრო დასახლებაში ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებულ ანდროს და დათოს დაემგზავრება თურქული წარმოშობის ტანერი. ეს ერთი შეხედვით უვნებელი მოგზაურობა დრამატულ თავგადასავლად იქცევა.