მოხუცი ბებო მყუდრო ოთახში, ლამფის შუქზე, საკერავ მანქანასთან ზის. იგი დაუსრულებელ ნაჭერს კერავს. ქუჩიდან შემოსული ხმაური მას არ აწუხებს. ეზოში, ლამპიონთან მდგარ მაგიდასთან მეზობლები თამაშობენ დომინოს. ქალები ფანჯრიდან ერთმანეთში მუსაიფობენ, დროდადრო კისკისებენ. შუახნის მამაკაცი ამაოდ ცდილობს აგურებზე შეყენებული მანქანის შეკეთებას.