ფილმში მოთხრობილია მეუდაბნოე ბერისა და მშვენიერი მწყემსი ქალის შეხვედრის ამბავი, რომელიც განდეგილისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. ეს არის სულიერი მისწრაფებისა და ხორციელი ვნების წინააღმდეგობის ამსახველი კლასიკური ისტორია, რომელიც ნახატი ანიმაციის ულამაზესი ფორმით არის გადმოცემული. ფილმს საფუძვლად უდევს ილია ჭავჭავაძის პოემა.