ძველი სახლი და იდუმალი აკრძალული კარი, ცხოვრების მშვენიერი დასაწყისია რვა წლის ბიჭუნასთვის. მისი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილდება და ის შეიძენს ბაბუის ნატარებ მიზანს და ოცნებას, თუმცა მოხუცისგან განსხვავებით და მეორე ნახევრის პოვნით, უკვე კაცად გაზრდილი ბიჭუნა შეძლებს გადადგას ნაბიჯი ლურჯ ოკეანეში, ამომავალი მზისაკენ. დიადი საქმეები კი, იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ მიზანი იმაზე მეტია ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება.