დილით ადრე ჩამოივლის ხოლმე ტყეში ხანდაზმული კეთილი ბაბილინა, პატარა უწყინარ ცხოველებს აგროვებს და დიდი, თბილი, მყუდრო ფუღუროსაკენ მიჰყავს, სადაც ასწავლის მათ კარგად მოქცევას, უფროსების პატივისცემას. საღამოს კი მთვარით განათებულ ბილიკს შინისაკენ მიუყვება მარტოხელა დაღლილი ქალბატონი.