ანიმაციური ფილმი პონტო - შავი, შავი ზღვა ბავშვების გაცოცხლებული ნახატების მიხედვითაა შექმნილი. ტექსტის ავტორები და გამხმოვანებლებიც ნაწილობრივ ბავშვები არიან. ფილმი მოგვითხრობს ზღვასთან პირველი შეხვედრის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე:
"...რა არის ზღვა? უზარმაზარი წყლის წვეთი?"
"...ზღვა გულაღმა იწვა და ფიქრობდა, თუ რა იყო ცა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცა მისივე ანარეკლი იყო... ცა კი პირიქით ფიქრობდა..."