სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ყოველდღიურობის ჩვენებით ფილმი მეოცე საუკუნის დასასრულის ქართული საზოგადოების სოციალურ-ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნის. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ცდილობენ გავლენის ქვეშ მოაქციონ სუსტნი, გათელონ მათი ამაღლებული გრძნობები.