ყაენმა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ შეთქმილებაში მონაწილე ქართველ თავადთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. დატყვევებულებს შიშველ ტანზე თაფლი სცხეს და საწამებლად მზის გულზე დაყარეს. მთავარი ცოტნე დადიანი ნებით ეახლა ყაენს, ტანთ გაიძრო, წამებულებს მიუჯდა და მათი ბედი გაიზიარა. ცოტნეს ვაჯკაცობამ მტერიც აღაფრთოვანა. „ქართლის ცხოვრების“ ფურცლების პირველი ეკრანიზაცია. ფილმის დაგაღებიდან 28 წლის შემდეგ ქართულმა ეკლესიამ ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა.