მაჰმადიანთა ურდოებით ალყაშემორტყმულ ქვეყანას განადგურება ემუქრება. საბედისწერო ბრძოლის წინ ერის განათლებული ნაწილი გადაწყვეტს, მამულს მომავალი თაობა გადაურჩინოს და ბავშვები ალყიდან გააპაროს. ბავშვებს თან ერის სულიერ საგანძურს, საუკუნეთა მანძილზე შექმნილ უძველეს ხელნაწერებს გაატანენ.