თოვლიან მთებში გამომწყვდეული, ერთფეროვანი ცხოვრებით გაბეზრებული ხევსური გახალისებას გადაწყვეტს, უცნაურად გაეთამაშება სიკვდილს. თოფში ერთადერთი ტყვია უდევს, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება გავარდეს. ხევსური თანასოფლელებს თოფით აშინებს, ხნიერ დედაკაცებს ფეხბურთის თამაშს აიძულებს. აზარტში შესული ლულას საკუთარ თავს მიუშვერს. ტყვია გავარდება. მთების სიჩუმეს გასროლის ხმა მხოლოდ წამით გამოაფხიზლებს.