ფილმში მსოფლიოს მარკების ისტორიის ფონზე, მოთხრობილია ქართული მარკის ისტორია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიის პირველი მარკა (უნიკა) დაიბეჭდა ქ. თბილისში, 1857 წლის 20 ივნისს, ამიერკავკასიის მეფისნაცვალის სტამბაში და მასზე გამოსახულია თბილისის გერბი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მარკა კი დაიბეჭდა 1919 წლის 26 მაისს.