ფილმში დაწვრილებითაა მოთხრობილი საქართველოში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობის შესახებ, მისი დაარსებიდან - 1879 წლის 15 მაისიდან მის გაუქმებამდე - 1927 წლის 31 იანვრამდე. საზოგადოება არსებობდა ძირითადად შემოწირულობების ხარჯზე. დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, გიორგი ყაზბეგი, ანტონ ლორთქიფანიძე, გიორგი ვოლსკი და უამრავი სხვა... განუზომელია მათი ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსათვის ამ მეტად საჭირო და დროული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქმიანობის ორგანიზებაში.