მადონა ნაროუშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის ერთადერთი ქალი მძღოლია. "მამაკაცური" პროფესიის არჩევის გამო ის პატრიარქალურ, ტრადიციულ საზოგადოებასთან დაპირისპირებული აღმოჩნდა. 56 წლის მადონა დღეს დედასთან ერთად ავჭალაში,ტრამვაის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში ცხოვრობს. გადაწყვეტილი აქვს, ოროთახიანი სახლი შელესოს, გადააკეთოს, კედლები გადააადგილოს -მარტომ, სხვისი დახმარების გარეშე.