ფილმი ერთფეროვან დასახლებას აკვირდება, სადაც სახლები კუბურებივითაა ჩამწკრივებული რიგებად და ხაზებად. სიცხე აქაურობას მონოტონურს და უმოქმედოს ხდის, და მისგან გაღწევა თითქმის შეუძლებელია. დასახლება, რომელიც ომის შემდეგ დევნილთათვის აშენდა, იმ სისტემისა და სოციალური სქემის ვიზუალიზაციაა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.