კახეთის რეგიონში, სხვადასხვა სოფლებში ბავშვები სპექტაკლებს დგავენ, ჩამოდის თეატრის რეჟისორი თბილისიდან, რომელიც სოფელ-სოფელ დადის და ბავშვებს სპექტაკლების დადგმაში ეხმარება. ისინი საფრანგეთის რეგიონალური საბჭოს მიერ ორგანიზებული ფრანგულ-ქართული თეატრალური ფესტივალისათვის ემზადებიან, რომლის მიზანიცაა კახეთის სკოლებში ფრანგული ენის პოპულარიზაცია.