რეჟისორი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აცხადებს ქასთინგს 17-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ თავისი რეალურო ისტორიით, ყოფით თუ მიზნებით შეძლებს გახდეს კინოგმირი. ამ განცხადებას მთელი ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდა ეხმიანება, – მძაფრი, სევდიანი თუ ღიმილიანი ისტორიებით, რომლებიც ამავდროულად დროის კატაკლიზმებშია გადახლართული.