1920-1930-იან წლებში საქართველოს ამერიკელი გეოლოგი და მოგზაური უილიამ ოზგუდ ფილდი სტუმრობდა. მხოლოდ საქართველოზე მან იმ ეპოქის ამსახველი ასობით გვერდი დაწერა, გადაიღო 500-მდე ფოტოსურათი და სამი უნიკალური ეთნოგრაფიული ფილმი ქართლში, ხევსურეთსა და სვანეთში. ოზგუდ ფილდიც შეესწრო დროის "გარდატეხას" სვანეთში, და ერთგვარად, წარსულისა და თანამედროვეობის მიჯნაზე არათუ მხოლოდ გაიარა, დროის ეს ფასდაუდებელი მონაკვეთი, არამედ მოძრავ გამოსახულებად აქცია. ფილმი ასახავს დოქტორ ფილდის მოგზაურობას და მის მიერ გადაღებული უნიკალური მასალის ისტორიას.