53 წუთში ჩატეული ამბავი გერმნიაში ემიგრირებული, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის და ქალაქ ინგოლშტადტში მისი 20-წლიანი მოღვაწეობის შესახებ. ორკესტრის წევრები თავად გვიყვებიან განვლილი ცხოვრების გზისა და სირთულეების შესახებ. ფილმი გაკეთდა ორკესტრის გერმანიაში ყოფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტების ფონზე.