დოკუმენტური ფილმი ომის ტრაგედიას ასახავს. ფილმი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის თემას ეხება. ფილმში ნაჩვენებია საკუთარი მიწიდან გამოდევნილი ლტოლვილები და ოჯახები, რომელთაც ამ ომში ახლობლები დაკარგეს. მსოფლიო ომს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს. ფილმი კი, ომს აჩვენებს, როგორც უდანაშაულო ადამიანების ტრაგედიას. ადამიანებს არ აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ იყვნენ მსხვერპლნი.