თემი "ქედელი" მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ გონებრივი შეფერხების მქონე ზრდასრულმა ადამიანებმა - იშრომონ და ურთიერთობა ჰქონდეთ დანაჩენ სამყაროსთან. ადამიანისთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია მიაგნოს ცხოვრების აზრს მისი გონებრივი შესაძლებლობის დონეზე; ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციუმმა დაინახოს ამ ადამიანების შესაძლებლობები და ისარგებლოს მათი შრომის შედეგებით.