ვარციხის პატრიოტთა ბანაკი ერთ-ერთია იმ ბანაკებს შორის, სადაც ზაფხულობით მოზარდები ისვენებენ. ბანაკში მოქმედი 10 სახუმარო წესიდან პირველი ასეთია: "ლიდერი ყოველთვის მართალია". პატრიოტიზმი ბანაკის მთავარი თემაა და რაზმებად დაყოფილ ბავშვებს ლიდერები ყოველდღე ახსენებენ: "საქართველოს გაუმარჯოს!". ახსენებენ იმასაც, რომ მათ დასვენებაზე პრეზიდენტი ზრუნავს და ეს ყველამ უნდა დააფასოს.