ფილმი ორი ქართველი ბიჭის ცხოვრებას ასახავს. გურამი ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვს, რომ თავისი უმცროსი ძმის გამოკვება შეძლოს. სიმონი მიუნხენში ცხოვრობს, ის წარმატებული ფეხბურთელი და რამდენიმე სიმღერის ავტორია, მაგრამ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ნოსტალგიის დაძლევა უწევს. ბიჭები სიყვარულზე, ადამიანებზე, ურთიერთობებზე, ოცნებებზე საუბრობენ. მათი მუზა 5 წლის ლავლია, რომელიც ორ "მამაკაცს" შორის ერთგვარ რომანტიკულ ძაფს აბამს.