ფილმში ასახულია განსხვავებული სოციალური სტატუსისა და მსოფლმხედველობის მქონე ოთხი ადამიანის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალური პროცესების მიმართ. მთავარი გმირების პოზიციიდან გაანალიზებულია ქვეყნის წარსული და აწყმო. ფილმის მოქმედება თბილისში 2009 წლის აპრილ-მაისში გამართული საპროტესო აქციების ფონზე მიმდინარეობს.