ფილმი-პორტრეტი მოგვითხრობს ქართველ ქალზე - ეთერ გიგიბერიაზე, რომელსაც 5 წლის ასაკში ტრამვაიმ გადაუარა და ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. ეს გაუტეხელი 87 წლის ქალი ტაბურეტზე გადმოშვებული გრძელი კაბით და უცნაური მოძრაობით ახერხებს გადაადგილებას და საქმიანობას, ყავს 30 წლის ქალიშვილი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში.